„ბატეს“ მწვრთნელი - ფეხბურთში ასეთი სირცხვილი არასოდეს მიგრძვნია, როგორც ბათუმის „დინამოსთან“ წაგების შემდეგ #1TVSPORT
„ბატეს“ მთავარმა მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ კონფერენს ლიგის მე-2 შესარჩევი ეტაპის საპასუხო მატჩში ბათუმის „დინამოსთან“ მარცხისა (1:4) და გათამაშებიდან გამოვარდნის გამო მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
– მეორე ტაიმში მოწინააღმდეგე უფრო თავისუფლად ათამაშდა, ჩვენ კი, პირიქით, შევიბოჭეთ. აშკარა იყო, რომ მოთამაშეები ძალიან ცუდად იყვნენ. პენალტის დარტყმის შემდეგ შიში შეეპარათ და ძალიან ფრთხილად დაიწყეს თამაში. ვერ ვიტყვი, რომ თამაშს გამოვეთიშეთ, მაგრამ მეორე გოლის გაშვების შიში აშკარად იგრძნობოდა. როდესაც ფეხბურთის თამაშის გეშინია, ასეც მოხდება, რაც ჩვენ შეგვემთხვა.
– ძალიან მრცხვენია გულშემატკივრების, იმ ადამიანების, ვინც წუხს კლუბზე, მათ წინაშე, ვინც მე ეს საქმე მანდო. ძალიან მრცხვენია. ხვალ კლუბის ხელმძღვანელს ვესაუბრებით, როგორ ვიცხოვრებთ და რა გზით წავალთ.
– ევროპულ ტურნირებზე საკუთარ სტადიონზე მეორე ტაიმში ოთხი გოლის გაშვება მწვრთნელის ბრალია. ვიღაც დროულად არ გაიქცა, ვიღაცამ კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ეს მხოლოდ მთავარი მწვრთნელის ბრალია. თითი არავის არ უნდა დაადო.
– ფეხბურთში ასეთი სირცხვილი არასოდეს მიგრძვნია. გასახდელში ბიჭებს ვუთხარი, რომ მადლობა უნდა გადავუხადოთ გულშემატკივრებს რთულ მომენტში გვერდში დგომისთვის. ეს მთავარი მწვრთნელის წარუმატებლობა იყო…