ინტერვიუ | გია გეგუჩაძე - ბათუმის „დინამოს“ კი არ გაუმართლა, „ბატეზე“ ძლიერი იყო [ვიდეო] #1TVSPORT
ინტერვიუ | გია გეგუჩაძე - ბათუმის „დინამოს“ კი არ გაუმართლა, „ბატეზე“ ძლიერი იყო [ვიდეო] #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდში „ბატესთან“ განმეორებით შეხვედრაზე. მისი გუნდი სენსაციის ავტორი გახდა – სტუმრად 4:1 გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

– ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელის რანგში იყო თუ არა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება?

– ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნამდვილად იყო. ასეც უნდა განვაგრძოთ. ჩვენ შესანიშნავ გამარჯვებას მივაღწიეთ, რამაც გუნდს შემდგომი წინსვლის საშუალება მისცა.

– რა უთხარით ფეხბურთელებს შესვენების დროს? თქვენი გუნდი მეორე ტაიმში მკვეთრად შეიცვალა.

– მოთამაშეებს არაფრის თქმა და ახსნა არ სჭირდებათ. თავადაც კარგად თამაშობდნენ. შედეგი ტაბლოზე გამოჩნდა.

– თამაშის დაწყებამდე თქვით, რომ „ბატე“ ახლა ძველებურად ძლიერი გუნდი არ არის. ამას მიზანმიმართულად თქვენი ფეხბურთელების მოტივირებისთვის აკეთებდით თუ ნამდვილად ასე ფიქრობთ?

– მე ეს არ მითქვამს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მოვუგეთ ისეთ ძლიერ კლუბს, როგორიც დღეს „ბატეა“. მიხარია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები აღმოვჩნდით.

– გაგიმართლათ თუ არა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე პენალტი რომ დაგინიშნეს?

– ნათქვამია, რომ ძლიერს უმართლებს. გულშემატკივარს ფეხბურთში უდიდესი როლი აქვს და როგორც ბათუმში, აქ ხალხის წინაშე თამაშიც სასიამოვნო იყო.

კონფერენს ლიგის შესახებ რას ფიქრობთ?

– საჭირო რომ არ იყოს, უეფა ამ ტურნირს არც შექმნიდა. თუმცა ახლა ადრეული ეტაპია და ტურნირის მსვლელობისას, უფრო გავიაზრებთ, რომ ძალიან საჭირო ტურნირია.