ბასტიან შვაინშტაიგერი – ჩვენი მთავარი თვისებები – სიმტკიცე, იდენტობა და მებრძოლი ხასიათი გაქრა #1TVSPORT
გერმანიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ბასტიან შვაინშტაიგერმა გერმანული ფეხბურთის კრიზისზე ისაუბრა. იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილი ბუნდესნაკრები მუნდიალს პლეიოფის პირველ ეტაპზე პარაგვაისთან გამოეთიშა.
„ვინ დაგვპირდება, რომ ახალი მწვრთნელის მოსვლით შედეგს გავაუმჯობესებთ? შესაძლოა, იურგენ კლოპს, ლოთარ მათეუსს ან იუპ ჰაინკესს განსხვავებული ტაქტიკა აერჩიათ, თუმცა პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც ეკისრებათ. მათ სათანადო დონე ვერ აჩვენეს. ჩვენი მთავარი თვისებები – სიმტკიცე, იდენტობა და მებრძოლი ხასიათი გაქრა. უარი ვთქვით იმაზე, რაც ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა და ახლა ამის გამო ვისჯებით“, – აღნიშნა შვაინშტაიგერმა.
გერმანიის ნაკრებისთვის 2026 წლის მუნდიალი ზედიზედ მესამე წარუმატებელი ტურნირი აღმოჩნდა. 2018 და 2022 წლებში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩნენ.