„ბასკონიამ“ საქართველოს ნაკრების წევრთან, კამარ ბოლდუინთან კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT
„ბასკონიამ“ საქართველოს ნაკრების წევრთან, კამარ ბოლდუინთან კონტრაქტი გაწყვიტა #1TVSPORT

ესპანურმა საკალათბურთო კლუბმა, „ბასკონიამ“ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ მოთამაშესთან, კამარ ბოლდუინთან კონტრაქტი გაწყვიტა.

„საკალათბურთო კლუბი „ბასკონია“ და კამარ ბოლდუინი მომავალი სეზონიდან აღარ ითანამშრომლებენ. ბოლდუინმა ესპანეთის ჩემპიონატსა და ევროლიგაში ჩვენი გუნდის მაისურით 44 მატჩი ჩაატარა. კლუბი მადლობას უხდის მას და პროფესიულ კარიერაში წარმატებას უსურვებს“, – წერია „ბასკონიის“ ოფიციალურ განცხადებაში.

კამარ ბოლდუინი ევროლიგის გასულ სეზონში საშუალოდ თამაშში 7.1 ქულასა და 3.7 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. რაც შეეხება ესპანეთის ჩემპიონატს, ლიგა ენდესას, მის ანგარიშზე 9.3 ქულა და 3.1 შედეგიანი გადაცემა იყო. სეზონის მეორე ნახევარი 27 წლის მოთამაშემ ტრავმის გამო გამოტოვა, ბასკურ კლუბთან მას კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.

ამჟამად ბოლდუინი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად 2025 წლის ევრობასკეტისთვის ლატვიაში ემზადება.