ბასკეთში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით ათი ათასობით ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრა

14:36, 11.06.2018

ესპანეთის ავტონომიურ რეგიონში, ბასკეთში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის გამართვის მოთხოვნით ათი ათასობით ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრა.

როგორც გამოცემა El Pais-ი წერს, აქციაში 175 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

აქცია მოძრაობა Gure Esku Dago-ს მიერ იყო ორგანიზებული. 200-კილომეტრის სიგრძის ცოცხალი ჯაჭვი გაბმული იყო ქალაქ სან-სებასტიანიდან რეგიონის დედაქალაქ ვიქტორია-გასტეიზში მდებარე ადგილობრივი პარლამენტის შენობამდე.

აქციის მონაწილეებმა ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს კატალონიის მოსახლეობას, დაკავებულ და ესპანეთიდან გაქცეულ კატალონიელ პოლიტიკოსებს.

მსგავსი