ბასილაშვილი ინდიან ველსის ტურნირზე ჯოკოვიჩის მაგივრად ითამაშებს #1TVSPORT
ბასილაშვილი ინდიან ველსის ტურნირზე ჯოკოვიჩის მაგივრად ითამაშებს #1TVSPORT

დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ინდიან ველსის ტურნირის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილი შეცვლის. ცნობილია, რომ 35 წლის სერბმა, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ აქვს გაკეთებული, აშშ-ში შესვლის უფლება ვერ მიიღო.

აშშ-ის ხელისუფლებამ ქვეყანაში იმ უცხოელების შესვლაზე აკრძალვა, რომლებსაც COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული არ აქვთ, 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

ინდიან ველსის მასტერსი 8-19 მარტს ჩატარდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 8,8 მილიონი აშშ დოლარია. შეჯიბრის ძირითადი ბადის წილისყრა ჯერ არ გამართულა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის მსოფლიო რეიტინგში 118-ე ადგილზეა. ქართველი ინდიან ველსის მასტერსზე 2021 წელს ფინალში გავიდა, სადაც ბრიტანელ კამერონ ნორისთან 6:3, 4:6, 1:6 დამარცხდა.