ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან
ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ბარბაროსული სახელმწიფო ბოლოსდაბოლოს დაეცა და საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთში ყველას უსაფრთხოების ერთგული დარჩება.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ასადის დაცემას „კარგი ამბავი“ უწოდა და სირიის სტაბილიზაციისთვის მხარეებს პოლიტიკური გადაწყვეტისკენ მოუწოდა.
„ბაშარ ალ-ასადი სასტიკად ავიწროებდა თავის ხალხს. მას უთვალავი სიცოცხლე აქვს სინდისზე და უამრავი ადამიანი აიძულა, გაქცეულიყო, რომელთაგან ბევრი გერმანიაში ჩავიდა“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
თურქეთის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სირიის ახალი ადმინისტრაცია ინკლუზიური უნდა იყოს.