ბაშარ ასადი - რისთვის შევხვდებით მე და ერდოღანი, სასმელების დასალევად? ჩვენი მიზანია თურქეთის გაყვანა სირიის ტერიტორიიდან, ხოლო ერდოღანის მიზანია სირიაში თურქეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია
ბაშარ ასადი - რისთვის შევხვდებით მე და ერდოღანი, სასმელების დასალევად? ჩვენი მიზანია თურქეთის გაყვანა სირიის ტერიტორიიდან, ხოლო ერდოღანის მიზანია სირიაში თურქეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია

რისთვის შევხვდებით მე და ერდოღანი? სასმელების დასალევად? ჩვენი მიზანია თურქეთის გაყვანა სირიის ტერიტორიიდან, ხოლო ერდოღანის მიზანია სირიაში თურქეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა „სქაი ნიუს არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სირიის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტის პირობებით ვერ შედგება.

ბაშარ ასადმა აშშ-თან მოლაპარაკებებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამერიკელებთან საუბარი შედეგს ვერ გამოიღებს.

„დიალოგი ამერიკელებთან წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და არცერთი წამით არ გვქონია იმედი, რომ ამერიკელები შეიცვლებოდნენ. ამერიკელები ითხოვენ და იღებენ, მაგრამ არაფერს იძლევიან“, – თქვა სირიის პრეზიდენტმა.

ბაშარ ასადმა ასევე ისაუბრა სირიაში ისრაელის ავიაიერიშებზე და აღნიშნა, რომ ისრაელის თავდასხმები სირიაში ხორციელდება ირანული ფაქტორის საფუძველზე, მაგრამ ისინი, ფაქტობრივად, სირიის არმიას ესხმიან თავს.