ბარსელონის ოლიმპიური სტადიონის არქიტექტორი კორონავირუსმა იმსხვერპლა
ბარსელონის ოლიმპიური სტადიონის არქიტექტორი კორონავირუსმა იმსხვერპლა

იტალიელი არქიტექტორი ვიტორიო გრეგოტი, რომელმაც 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური სტადიონის დიზაინი შექმნა, კორონავირუსისგან 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება იტალიური მედია.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გრეგოტი მილანში იქნა ჰოსპიტალიზირებული და ახალი ვირუსის შედეგად გამოწვეული ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. იტყობინებიან, რომ ასევე ინფიცირებულია მისი მეუღლე მარიანა მაცა, თუმცა მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ბარსელონის ოლიმპიური სტადიონის გარდა, გრეგოტი მილანის არჩიმბოლდის საოპერო თეატრის ავტორიც იყო.