რომის „ლაციოს“ ფორვარდმა ჩირო იმობილემ, შესაძლოა, ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს კარიერა. 30 წლის ფეხბურთელის გადაბირებით „ბარსელონაა“ დაინტერესებული. კატალონელები იმობილეს ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავენ.
იტალიელი „ლაციოში“ 2016 წლიდან თამაშობს. 2019-20 წლების სეზონში მან 36 გოლი გაიტანა სერია A-ს გათამაშებაში და ევროპის „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა. მან გაუსწრო „ბაიერნის“ ფორვარდს რობერტ ლევანდოვსკის (34 გოლი) და „იუვენტუსის“ თავდამსხმელს კრიშტიანო რონალდოს (31).
უფრო ადრე იმობილემ განაცხადა, რომ კარიერის ბოლომდე სურს „ლაციოში“ დარჩენა.