ბარსელონაში პროპალესტინელ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა, დაკავებულია რამდენიმე პირი
ბარსელონაში პროპალესტინელ დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა.
„როიტერის“ ცნობით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. დაკავებულია რამდენიმე დემონსტრანტი.
მედიის ინფორმაციით, ესპანეთის პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე მას შემდეგ დააკავა, რაც დემონსტრანტები ადგილობრივი სწრაფი კვების ობიექტს დაესხნენ თავს. პროპალესტინელი აქტივისტები რესტორან Burger King-ს „ისრაელის სისასტიკისთვის“ ხელის შეწყობაში ადანაშაულებენ.
ესპანეთში პალესტინელების მხარდასაჭერად და ღაზაში „გენოციდის“ წინააღმდეგ აქციები აქამდეც არაერთხელ გაიმართა. 4 ოქტომბერს გამართულ მარშს 50 ათასი ადამიანი შეუერთდა. ეს კი მას შემდეგ, რაც ომმა ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფა და გლობალური შიმშილი გამოიწვია.