„ბარსელონაში“ ორი ინფიცირებულია - გუნდმა დილის ვარჯიში გააუქმა
„ბარსელონაში“ ორი ინფიცირებულია - გუნდმა დილის ვარჯიში გააუქმა

„ბარსელონას“ პირველი გუნდის ორმა წარმომადგენელმა კორონავირუსზე დადებითი ტესტი ჩააბარა, – ამის შესახებ კატალონური გრანდის პრეს-სამსახურმა დაწერა.

ინფიცირებულების ვინაობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხუთი იანვრის დილის ვარჯიში გაუქმებულია. მის ნაცვლად, გუნდის ყველა წევრს კორონავირუსზე დამატებითი ტესტირება ჩაუტარდება.

„ბარსელონა“ 28 ქულით მეხუთე ადგილზეა ესპანეთის ჩემპიონატში. გუნდი უახლოეს შეხვედრას 6 იანვარს, „ბილბაოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.