ბარსელონაში ლიონელ მესის სასტუმროს დემონტაჟი იგეგმება #1TVSPORT
ბარსელონაში ლიონელ მესის სასტუმროს დემონტაჟი იგეგმება #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს ლიონელ მესის ბარსელონაში საკუთარი სასტუმროს დანგრევა უბრძანეს, რადგან ის არ შეესაბამება ქალაქის სტანდარტებს, – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა the sun-მა.

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო MiM Sitges მდებარეობს იმ სახლთან ახლოს, რომელშიც „ბარსელონაში“ თამაშისას ცხოვრობდა არგენტინელი ფეხბურთელი.

დღეისთვის, ელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას სასტუმროს დემონტაჟის შესახებ. მთავრობამ მესის წარმომადგენლებსაც კი მიმართა კომენტარისთვის, მაგრამ არც ფეხბურთელმა და არც მისმა გუნდმა არ მოისურვა ამ თემაზე ლაპარაკი.

როგორც ირკვევა, ლიონელმა ბრძანების შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგო, როცა გაზეთმა კომენტარისთვის მიმართა.

რაც შეეხება სასტუმროს, მასში 77 ნომერია, მათ შორის, ხუთი ნახევრადლუქსი და ერთი ლუქსი. ზაფხულის სეზონში სტანდარტულ ნომერში ერთი ღამით ცხოვრება დაახლოებით 105 ფუნტი ღირს.