ბარსელონაში ლიონელ მესის სახლის გაქურდვა სცადეს #1TVSPORT
ბარსელონაში ლიონელ მესის სახლის გაქურდვა სცადეს #1TVSPORT

ბარსელონაში „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის, ლიონელ მესის სახლის გაქურდვა სცადეს, – ამის შესახებ წერს გამოცემა Antenna 3.

გასულ ღამეს შავებში ჩაცმული ორი უცნობი ლიონელ მესის სახლში შესვლას ცდილობდა. მათ ბაღის ტერიტორიაზე შეაღწიეს, მაგრამ სახლში ვერ შევიდნენ. მძარცველებმა მოახერხეს პოლიციის მისვლამდე გაქცევა, თუმცა ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულ ვიდეოთვალთვალის კამერებში მოხვდნენ.

სწორედ ამ ჩანაწერების წყალობით, ბარსელონას პოლიციამ უკვე დაიწყო ეჭვმიტანილთა ძებნა.

მესის სახლი ბარსელონადან 20 კილომეტრში მდებარეობს.