„ბარსელონა“ ჩამოყალიბდა სამ ფეხბურთელზე, რომლებსაც ნებისმიერ ფასად შეინარჩუნებს, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Diario Sport-მა.
ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით, კატალონელები მზად არიან განიხილონ ყველა ფეხბურთელთან დაკავშირებით შეთავაზება. გამონაკლისები არიან – გავი, პედრი და რონალდ არაუხო.
კატალონურ კლუბში სჯერათ, რომ ეს ფეხბურთელები იდეალურად ერგებიან „ბარსელონას“ ფილოსოფიასა და სტანდარტებს და მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ.
აღნიშნავენ, რომ სხვა ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებული სტატუსის არმინიჭება არ ნიშნავს იმას, რომ კლუბი მზად არის მათ გასაყიდად, მაგრამ სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს.