ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს
ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის ასობით მომხრემ საპროტესტო მსვლელობა გამართა. ქალაქის ცენტრში დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს და კატალონიის სეპარატისტთა ლიდერების გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ასევე მივიდნენ ესპანეთის ერთიანობის მომხრე პარტიების ოფისთან. კერძოდ, ისინი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის „მოქალაქეების“ და კონსერვატიული „სახალხო პარტიის“ ოფისებთან შეიკრიბნენ.

ბარსელონაში აქციის მსვლელობისას მობილიზებული იყო სპეცრაზმი, თუმცა დემონსტრაციამ მშვიდობიანად ჩაიარა.

14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების ლიდერებს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც ბარსელონაში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.

დატოვე კომენტარი