„ბარსელონაში“ ჰარი კეინს ჰაალანდის ალტერნატივად განიხილავენ #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი, შესაძლოა, კატალონიურ გრანდში ვიხილოთ, – იუწყება Sport.es.
გამოცემის ინფორმაციით, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა კეინს ჰაალანდის ალტერნატივად განიხილავს, თუ „დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავის გადმობირებას ვერ შეძლებენ.
როგორც ცნობილია, 20 წლის ტალანტის, ერლინგ ჰაალანდის მამა აგენტ მინო რაიოლასთან ერთად ესპანეთში ჩაფრინდა. მათ „ბარსელონასა“ და „რეალის“ ხელმძღვანელობასთან გამართეს მოლაპარაკება ჰაალანდის ტრანსფერთან დაკავშირებით.
ჰაალანდის შეძენა ევროპული გრანდების სატრანსფერო პრიორიტეტია და კატალონიელებს ურთულესი კონკურენციის დაძლევა მოუწევთ და თუ ვერ მოახერხეს, როგორც ჩანს, ჰარი კეინს დასჯერდებიან.
მიმდინარე სეზონში კეინი შესანიშნავ ფორმაშია – მან „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.