ბარსელონას ოფიციალურმა ტვიტერმა მადრიდის რეალის ნახევარმცველ და ოქროს ბურთის მფლობელ ლუკა მოდრიჩს იმ ჯარიმის გამო დასცინა, რომელიც ხორვატმა ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალში მიიღო.
მოდრიჩი არგენტინელის შეჩერებას მაისურის მოქაჩვით ცდილობს.
„მესის მაისურის მიღება ჩვენს ონლაინ-მაღაზიაში გაცილებით ადვილია“, – მიაწერეს ფოტოს კატალონიელებმა.
რეალმა ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე 0:3 წააგო.