ბარსელონას ტვიტერის გვერდზე ლუკა მოდრიჩს დასცინეს

12:21, 01.03.2019

ბარსელონას ოფიციალურმა ტვიტერმა მადრიდის რეალის ნახევარმცველ და ოქროს ბურთის მფლობელ ლუკა მოდრიჩს იმ ჯარიმის გამო დასცინა, რომელიც ხორვატმა ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალში მიიღო.

მოდრიჩი არგენტინელის შეჩერებას მაისურის მოქაჩვით ცდილობს.

„მესის მაისურის მიღება ჩვენს ონლაინ-მაღაზიაში გაცილებით ადვილია“, – მიაწერეს ფოტოს კატალონიელებმა.

რეალმა ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი სანტიაგო ბერნაბეუზე 0:3 წააგო.

მსგავსი