„ბარსელონას“ პრეზიდენტმა სუპერლიგის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა სუპერლიგის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა #1TVSPORT

კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ სუპერლიგის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ეროვნულ ლიგებს და უეფა-სთან დიალოგი გვსურს, მაგრამ დიდ კლუბებს აქვთ უფლება შემოსავლების გადანაწილების შესახებ საკუთარი აზრი ჰქონდეთ, – აცხადებს „ბარსელონას“ პრეზიდენტი.

ასეთ ტურნირში მონაწილეობა აუცილებლობით იყო გამოწვეული, მაგრამ თითოეულ მონაწილეს, რა თქმა უნდა, ბოლო სიტყვა ეკუთვნის. დიდი კლუბები დიდად იხარჯებიან და ჩვენ ფინანსების გადანაწილებაში საკუთარი სიტყვა უნდა გვეთქმოდეს.

სუპერლიგა მნიშვნელოვან ტურნირად უნდა იქცეს. მზად ვართ, უეფა-სთან ღია დიალოგისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენს შორის თანხმობა იქნება. სუპერლიგა დიდ შოუდ რომ იქცეს, დიდი რესურსებია საჭირო“.

შეგახსენებთ, რომ 19 აპრილს გამოცხადდა პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ევროპის სუპერლიგის დაარსება, რომლის ხელმძღვანელი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უნდა ყოფილიყო.

თავდაპირველად, ტურნირში მონაწილეობას აპირებდნენ – „რეალი“, „ბარსელონა“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მილანი“, „ჩელსი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ინტერი“ და „ტოტენჰემი“. ახალი ტურნირის იდეამ უეფა-ს, ფიფა-ს და მთელი საფეხბურთო სამყაროს აღშფოთება გამოიწვია.