ფლორენტინო პერესი სუპერლიგის ჩავარდნაზე - პრემიერლიგის ერთ-ერთმა კლუბმა აიყოლია სხვები #1TVSPORT
ფლორენტინო პერესი სუპერლიგის ჩავარდნაზე - პრემიერლიგის ერთ-ერთმა კლუბმა აიყოლია სხვები #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მორიგ ინტერვიუში არშემდგარ ევროპის სუპერლიგაზე დაწვრილებით ილაპარაკა.

„ჩვენ ამ პროექტზე მრავალი წელი ვმუშაობდით და, შესაძლოა, ვერ შევძელით მისი ახსნა. ოდნავ განაწყენებული და იმედგაცრუებული ვარ. სამი წელი ვმუშაობდით ამაზე, ვებრძოდით ესპანურ ფეხბურთში დღევანდელ ფინანსურ სიტუაციას. ლა ლიგა ხელშეუხებელია, ამიტომაც გვინდოდა მეტი გამოგვემუშავებინა შუა კვირას ჩატარებულ მატჩებზე, რადგან ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მოძველდა.

გასულ სეზონში 600 მილიონი დავკარგეთ. ეს ფორმატი არ მუშაობს და ჩვენ საკუთარი ვარიანტი მოვიფიქრეთ, რომელშიც ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან გუნდებთან ვითამაშებთ. დავითვალეთ ციფრები და დავინახეთ, რომ გაცილებით მეტი თანხის გამომუშავება შეიძლება.

არასოდეს მინახავს ასეთი აგრესიულობა, ეს რაღაც ორგანიზებულს ჰგავდა. ამან ყველა გაგვაოცა. როცა ეს ამბავი გამოვაქვეყნეთ, შეხვედრა ვთხოვეთ უეფა-სა და ფოფა-ს პრეზიდენტებს. მათ არ გვიპასუხეს. ჩემს ცხოვრებაშ არ მინახავს ასეთი აგრესია, მუქარა, შეურაცხყოფა – თითქოს ჩვენ ფეხბურთი მოვკალით.

ჩვენ მხოლოდ პანდემის შემდეგ ფეხბურთის გადარჩენაზე ვმუშაობთ. „რეალის“ შემოსავლებმა წელს 900 მილიონიდან 600 მილიონამდე მოიკლო.

ძალიან რთული მოვლენები ხდება. რთული ასახსნელია, მაგრამ ინგლისური კლუბების ჯგუფში იყო ვიღაც, ვინც ორჭოფობდა და განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენდა. ეს სხვებსაც გადაედოთ. მათ თქვეს, რომ წასვლას აპირებდნენ“, – განაცხადა პერესმა გამოცემა El Larguero-სთან ინტერვიუში.