„ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო
„ბარსელონას“ პრეზიდენტის არჩევნები გადაიდო

პარასკევს, კატალონიის მთავრობასა და „ბარსელონას“ შორის გაიმართა მოლაპარაკებები კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

„კატალონიის მთავრობამ აცნობა კლუბს, რომ ამჟამინდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საშუალებას არ მისცემს ამომრჩეველთა უმრავლესობას მონაწილეობა მიიღოს ხმის მიცემის პროცედურაში. კლუბმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიზეზით, შეუძლებელია არჩევნების 24 იანვარს ჩატარება. ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია არჩევნების თარიღის გადაწევა.

ამასთან, კლუბმა მიმართა კატალონიის მთავრობას თხოვნით – შეაფასოს მოქმედ სპორტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა, რათა ახალი თარიღის დადგენის შემდეგ, შესაძლებელი იყოს ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემა. მთავრობა აპირებს ამ თხოვნის შესწავლას“, – წერია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ დაამტკიცა ჟოან ლაპორტას, ვიქტორ ფონტისა და ტონი ფრეიშას კანდიდატურები.

დატოვე კომენტარი