„ბარსელონას“ პრეზიდენტი - ჩავის საუკეთესო რეკომენდაციები აქვს #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტი - ჩავის საუკეთესო რეკომენდაციები აქვს #1TVSPORT

ყატარული კლუბის, „ალ სადის“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი ძალიან ახლოს არის მშობლიურ გუნდში, „ბარსელონაში“ დაბრუნებასთან.

ევროპული პრესა აქტიურად განიხილავს რონალდ კუმანის ჩავი ერნანდესით ჩანაცვლების საკითხს, რადგან ნიდერლანდელი სპეციალისტის მწვრთნელობის დროს „ბარსელონა“ აშკარა კრიზისში შევიდა.

ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას კომენტარს აქვეყნებს, რომელშიც კატალონიური კლუბის ხელმძღვანელი ჩავი ერნანდესის შესახებ საუბრობს:

„ვფიქრობ, ჩავი სამწვრთნელო კარიერაში ზრდის საინტერესო პროცესს გადის, – ამბობს ჟოან ლაპორტა. – მის შესახებ მხოლოდ საუკეთესო რეკომენდაციებია, ადამიანებისგან, რომლებიც ჩავის ახლოს იცნობენ.

ორი თვის განმავლობაში ჩავის ხშირად ვეკონტაქტები. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ვიცი მისი ხედვა გუნდთან დაკავშირებით“.