„ბარსელონა“ რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტის გაგრძელებაზე ზრუნავს.
როგორც ესპანური გამოცემა Sport იტყობინება, კატალონელები უახლოეს ხანში დაიწყებენ პოლონელ ფორვარდთან მოლაპარაკებებს ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ფეხბურთელს მოუწევს ნაკლებ ხელფასზე დათანხმება, რათა ესპანეთის ჩემპიონს არ შეექმნას პრობლემები ფინანსურ ფეარ-პლეისთან დაკავშირებით.
ყველაზე სავარაუდო სცენარია ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელება, თუმცა, არ არის გამორიცხული პოლონელის კლუბიდან წასვლა. ფორვარდის გადაბირებით საუდის არაბეთის კლუბები არიან დაინტერესებული.
მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკის ანგარიშზე 10 მატჩში ექვსი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემაა.