ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „ბაიერნი“ კატალონიურ გრანდს ესტუმრა და საკუთარ სტადიონზე სამი უპასუხო ბურთი გაუტანა – 0:3, „ბარსელონას“ კი კარში ერთი ზუსტი დარტყმაც არ ჰქონია.
ესპანური მედიის ცნობით, „ბაიერნთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შეხვდა.
ლაპორტასა და „ბარსელონას“ სხვა ხელმძღვანელებთან შეხვედრისას გაირკვა, რომ კუმანს კვლავ მხარდაჭერა აქვს და გუნდში მთავარი მწვრთნელის შეცვლას არ გეგმავენ, – იუწყება Mundo Deportivo.