„ბარსელონას“ კატასტროფა ციფრებში - 74 წელია რვა გოლი არ გაუშვია, ტიტულის გარეშე დარჩა 2008 წლის შემდეგ
„ბაიერნმა“ გაანადგურა „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში – 8:2. კატალონელებისთვის ამ კოშმარულ შედეგს ბევრი საინტერესო ციფრი და ფაქტი ახლავს:
* „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა კლუბის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი სასტარტო შემადგენლობა გამოიყვანა – 29 წელი და 329 დღე.
* პირველ ტაიმში „ბარსელონამ“ სამი დარტყმა შეასრულა. „ბაიერნმა“ ოთხი გოლი გაიტანა, რობერტ ლევანდოვსკის ოთხი დარტყმა ჰქონდა. მატჩის ბოლოს „ბაიერნს” რვა გოლი დაუგროვდა, „ბარსელონას“ მხოლოდ 7(!) დარტყმა.
* ბოლოს „ბარსელონამ“ რვა გოლი ერთ მატჩში 74 წლის წინ გაუშვა – 1946 წლის აპრილში „სევილიასგან“.
* „ბარსელონამ“ პირველ ნახევარ საათში ოთხი გოლი პირველად გაუშვა 1959 წლის შემდეგ. მაშინ „რეალმა“ მოინდომა (4:1).
* კატალონელებმა ექვსი ბურთის სხვაობით პირველად წააგეს 1951 წლის შემდეგ. მაშინ დერბიში „ესპანიოლმა“ 6:0 მოიგო.
* „ბაიერნმა“ ამ ჩემპიონთა ლიგაზე 40 გოლი გაიტანა – ეს საუკეთესო შედეგია კლუბის ისტორიაში.
* მიუნხენელებმა ასევე დაამხეს სეზონური რეკორდი ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობით – 155.
* თომას მიულერმა „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გოლი გაუტანა – ყველა მეტი! მან დაამხო ანდრეი შევჩენკოს რეკორდი (5 გოლი).
* ჰანსი ფლიკი მესამე გერმანელი მწვრთნელი იქნება ამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ერთი ქვეყნის სამი მწვრთნელის გუნდები მოხვდნენ საუკეთესო ოთხეულში.
* „ბარსელონას“ აქამდე მაქსიმუმ ექვსი გოლი ჰქონდა გაშვებული ევროთასებზე – 1962 წელს, ბაზრობათა თასზე „ვალენსიასგან“.
* „ბარსელონა“ 2007-08 წლების სეზონის შემდეგ, პირველად დარჩა ტიტულის გარეშე.
* პირველად ბოლო 14 წლის განმავლობაში, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არ იქნება ესპანური გუნდი.
* არც ლიონელ მესი და არც კრიშტიანო რონალდო არ იქნებიან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ეს პირველად ხდება ბოლო 14 წლის განმავლობაში.