„ბარსელონას“ ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას არ თანხმდებიან
„ბარსელონას“ ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას არ თანხმდებიან

ამასობაში, „ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება მოთამაშეებთან ხელფასის შემცირებაზე მოლაპარაკების შედეგების შესახებ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო, კლუბის შეოსავალი 2020-21 წლების სეზონში 300 მილიონი ევროთი დაეცა, რაც „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას აიძულებს მოთამაშეთა ხელფასების კორექტირებას 191 მილიონი ევროთი. კლუბის განცხადებაში წერია, რომ ფეხბურთელებს 23 ნოემბერს ბოლო ვადა მიეცემათ მოსაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.

„დაძაბული მოლაპარაკებების რამდენიმე დღის შემდეგ, მხარეებმა დაასრულეს კონსულტაციების პერიოდი, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მხარეებმა მოილაპარაკეს იმის შესახებ, რომ 23 ნოემბერს წარმოადგენილი იქნება ბოლო ვადა გადაწყვეტილების მისაღებად“, – წერია განცხადებაში.

უფრო ადრე, „ბარსელონას“ პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა კარლეს ტუსკეტსმა განაცხადა, რომ ყველა მოთამაშეს, მათ შორის, ლიონელ მესის აქვს სურვილი – კლუბისკენ შემხვედრი ნაბიჯი გადადგას.