„ბარსელონას“ ახალწვეულს „რეალისადმი“ სიმპატია ბრალდება
„ბარსელონას“ ახალწვეულს „რეალისადმი“ სიმპატია ბრალდება

„ვალენსიას“ კოლუმბიელი მცველი ჯეისონ მურილიო, რომელიც 20 დეკემბერს იჯარით „ბარსელონას“ შეუერთდა, კატალონელი გულშემატკივრების კრიტიკის ობიექტი გახდა. მიზეზი ძველი ფოტოა, რომელშიც მურილიო მადრიდის „რეალის“ მაისურით პოზირებს, – eldesmarque.com.

„ბარსას“ ფანებმა მურილიოს „რეალის“ ფერებისადმი სიყვარული უკვე დააბრალეს. ფეხბურთელს, ჯერჯერობით, ამ ფოტოს შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

26 წლის მურილიო „ბარსელონაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს, თუმცა, ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერს 25 მილიონ ევროდ კოლუმბიელის გამოსყიდვის უფლება აქვს.

ფეხბურთელის ოფიციალური პრეზენტაცია 27 დეკემბერს შედგება.