„ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი ეყოლება - მესიმ არჩევანი უკვე გააკეთა [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს, 7 მარტს კატალონიური გრანდი კლუბის პრეზიდენტს აირჩევს.
„ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავი და კლუბის ლიდერი, ლიონელ მესი ხმის მიცემის პროცედურაზე შვილთან ერთად მივიდა.
საარჩევნო უბნები დილის ცხრა საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცესი კი 12 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„ბარსელონას“ პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის: ჟოან ლაპორტა, ვიკტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.
ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში კატალონიელები მეორე პოზიციაზე იმყოფებიან და პირველადგილოსან „ატლეტიკოს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩებიან.