„ბარსელონამ“ ვიქტორ ვალდესი კონფლიქტის გამო დაითხოვა
„ბარსელონამ“ ვიქტორ ვალდესი კონფლიქტის გამო დაითხოვა

წარსულში „ბარსელონას“ ყოფილმა მეკარემ ვიქტორ ვალდესმა, რომელიც  კატალონიელთა 19-წლამდელი ასაკის ფეხბურთელების გუნდში მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, კლუბი დატოვა. ამის შესახებ გაზეთი „მარკა“ წერს.

წყაროს ცნობით, ვალდესსა და კლუბს შორის კონფლიქტი მოხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვალდესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2020 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში, კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.

ვალდესის ნაცვლად, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ფრანკ არტიგას მიწვევას გეგმავს.