"ბარსელონამ" "სუპერკლასიკო" დიდი ანგარიშით მოიგო
"ბარსელონამ" "სუპერკლასიკო" დიდი ანგარიშით მოიგო

ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ქვეყნის ჩემპიონმა მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიიღო “ბარსელონა” და 0:3 განადგურდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, “ბარსელონამ” 54-ე წუთზე გახსნა ანგარიში – ლუის სუარესმა სერხი რობერტოს პასი გამოიყენა. 63-ე წუთზე დანი კარვახალმა კარისკენ წასული ბურთი ხელით შეაჩერა, რის გამოც, “რეალის” მცველი მოედნიდან გააძევეს, პენალტი კი ლიონელ მესიმ გამოიყენა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალეიშ ვიდალმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 “ბარსელონას” სასარგებლოდ. ამით, კატალონურმა გრანდმა 14 ქულით გაასწრო “რეალს”, თუმცა, მადრიდელებს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.


“ბარსელონამ” სტატისტიკურადაც აჯობა “რეალს” – 55 პროცენტი ჰქონდა ბურთის ფლობა, 18-14 დარტყმებში უპირატესობა და 11-5 ზუსტი დარტყმები.


აღსანიშნავია, რომ “ბარსელონამ” ზედიზედ მესამედ მოუგო სტუმრად “რეალს”, რაც აქამდე ისტორიაში არასოდეს მომხდარა.

რეალი-ბარსელონა 0:3
გოლები: 0:1 ლ. სუარესი (54), 0:2 მესი (64-პენ), 0:3 ალეიშ ვიდალი (90+3)
რეალი: ნავასი, კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო, კაზემირო (ბეილი, 72), მოდრიჩი, კროოსი, კოვაჩიჩი (ასენსიო, 72), ბენზემა (ნაჩო, 66), კრიშტიანუ რონალდუ.
ბარსელონა: ტერ-შტეგენი, სერხო რობერტო, პიკე, ვერმალენი, ხორდი ალბა, პაულინიო (ანდრე გომეში, 84), რაკიტიჩი, ბუსკეტსი (ალეიშ ვიდალი, 90+2), ინიესტა (სემედუ, 77), მესი, ლ. სუარესი.
გაძევება: კარვახალი (63).