ესპანური პრესა კვლავაც აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ „ბარსელონა“ ლუის სუარესის შემცვლელზე ფიქრობს. ურუგვაელი ფეხბურთელი იანვარში 33 წლის გახდება.
კატალონიელთა ხელმძღვანელობა ოთხ შესაძლო ვარიანტს განიხილავს: კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენიდან“, ჰარი კეინი „ტოტენჰემიდან“, მარკუს რეშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ და ლაუტარო მარტინესი „ინტერიდან“, – წერს გამოცემა Mundo Deportivo.
ყველაზე მეტად „ბარსელონას“ მბაპეს კანდიდატურა ხიბლავს, მაგრამ კლუბის ბოსებს კარგად ესმით, რომ სოლიდური თანხის გაღება მოუწევთ.
კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტია – „ეინდჰოვენის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი დონიელ მალენი. 20 წლის ფორვარდმა ერედივიზიონის ათ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და მას ჰოლანდიის ნაკრებში რეგულარულად იწვევენ.
ლუის სუარესი „ბარსელონაში” 2014 წლიდან თამაშობს“.