„ბარსელონამ“ სუარესის შესაცვლელად ოთხი კანდიდატურა შეარჩია

19:33, 14.10.2019

ესპანური პრესა კვლავაც აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ „ბარსელონა“ ლუის სუარესის შემცვლელზე ფიქრობს. ურუგვაელი ფეხბურთელი იანვარში 33 წლის გახდება.

კატალონიელთა ხელმძღვანელობა ოთხ შესაძლო ვარიანტს განიხილავს: კილიან მბაპე „პარი სენ-ჟერმენიდან“, ჰარი კეინი „ტოტენჰემიდან“, მარკუს რეშფორდი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ და ლაუტარო მარტინესი „ინტერიდან“, – წერს გამოცემა Mundo Deportivo.

ყველაზე მეტად „ბარსელონას“ მბაპეს კანდიდატურა ხიბლავს, მაგრამ კლუბის ბოსებს კარგად ესმით, რომ სოლიდური თანხის გაღება მოუწევთ.

კიდევ ერთი ალტერნატიული ვარიანტია – „ეინდჰოვენის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი დონიელ მალენი. 20 წლის ფორვარდმა ერედივიზიონის ათ მატჩში ცხრა გოლი გაიტანა და მას  ჰოლანდიის ნაკრებში რეგულარულად იწვევენ.

ლუის სუარესი „ბარსელონაში” 2014 წლიდან თამაშობს“.

მსგავსი