„ბარსელონამ“ შეიძლება ფრენკი დე იონგი გაყიდოს - მიღებული თანხა ჰალანდის შეძენას მოხმარდება #1TVSPORT
ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა, შესაძლოა, ზაფხულში „ბარსელონა“ დატოვოს.
როგორც გაზეთი Marca წერს, ფეხბურთელის გაყიდვა უკვე აღარ ჩანს ისეთი წარმოუდგენელი, როგორც გასული წლის ზაფხულში. დე იონგის ბოლოდროინდელი თამაში სრულად არ აწყობს სამწვრთნელო შტაბს და ნახევარმცველი აღარ განიხილება ძირითადი შემადგენლობის მყარ წევრად.
24 წლის ნიდერლანდელის გაყიდვით „ბარსელონა“ სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს და ეს ფული მოხმარდება „დორტმუნდიდან“ ერლინგ ჰალანდის შეძენას.
ამ სეზონში ფრენკი დე იონგმა ლა ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.