„ბარსელონამ“ სეზონის ბოლომდე დაკარგა ფრენკი დე იონგი, მაგრამ ნიდერლანდელი შეძლებს ევრო 2024-ზე თამაშს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ნახევარმცველისთვის, ფრენკი დე იონგისთვის საკლუბო სეზონი დასრულებულია, მაგრამ ნიდერლანდელმა უნდა შეძლოს ევრო 2024-ზე თამაში, – იტყობინება ESPN-ი.
დე იონგმა „რეალის“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო ტრავმა. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს ის მინდორზე დაბრუნებას და ვარჯიშების განახლებას. ასევე, ჯერ დანამდვილებით არ შეიძლება იმის თქმა, მწყობრში იქნება თუ არა ის ევრო 2024-ის პირველი ტურისთვის, რომელშიც ნიდერლანდები პოლონეთის ნაკრებს შეხვდება.