„ბარსელონამ“ ქულები დაკარგა, „რეალს“ ერთპიროვნული ლიდერობის შანსი გაუჩნდა
„ბარსელონამ“ ქულები დაკარგა, „რეალს“ ერთპიროვნული ლიდერობის შანსი გაუჩნდა

„ბარსელონამ“ სტუმრად „რეალ სოსიედადთან“ ფრედ, 2:2 ითამაშა და მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ „რეალ მადრიდს“ პირველი ადგილის ერთპიროვნულად დაკავების შანსი ექნება.

ანგარიში მიკელ ოიარსაბალმა მე-12 წუთზე გახსნა და მასპინძლები წინ გაიყვანა, თუმცა 38-ე (ანტუან გრიზმანი) და 49-ე (ლუის სუარესი) წუთებზე „ბარსელონამ“ ორი გოლის გატანა მოახერხა და წინ გავიდა. ამის შემდეგ, 62-ე წუთზე, ალექსანდერ ისაკმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:2.

„ბარსელონა“ 35 ქულით პირველ ადგილზეა, თუმცა მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება „რეალი“, რომელიც თავის მატჩს ხვალ „ვალენსიასთან“ სტუმრად გამართავს.