„ბარსელონამ“ ლაუტაროს ნაცვლად, შესაძლოა ედინსონ კავანი შეიძინოს
„ბარსელონამ“ ლაუტაროს ნაცვლად, შესაძლოა ედინსონ კავანი შეიძინოს

„პარი სენ-ჟერმენის“ ურუგვაელ ფორვარდს, ედინსონ კავანის „ბარსელონაში“ თამაშის შანსი გაუჩნდა.

ესპანური პრესის ცნობით, კატალონური კლუბის ხელმძღვანელობა 33 წლის კავანის ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ვერ შეძლებს „ინტერის“ არგენტინელი ფორვარდის ტრანსფერის გაფორმებას.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ კავანიზე პრეტენზიას აცხადებენ „ნაპოლი“, რომელშიც ურუგვაელი 2010-13 წლებში გამოდიოდა და „ატლეტიკო“.

უკვე გადაწყვეტილია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ არ გააგრძელებს კონტრაქტს კავანისთან და ფორვარდი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს პარიზულ კლუბს.