„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაასახელა თავის კლუბში ხელშეუხებელი მოთამაშეები, რომლებიც არ იყიდებიან.
„გასულ სეზონში გვთავაზობდნენ 100 მილიონ ევროს დე იონგის სანაცვლოდ და ჩვენ უარი ვუთხარით.
არიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, რომლებიც არ იყიდებიან. ჩვენ ასევე გვქონდა შეთავაზებები პედრიზე, არაუხოზე, კრისტენსენსა და ფატიზე“, – განაცხადა ლაპორტამ გამოცემა Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში.