„ბარსელონამ” დაასახელა იმ ფეხბურთელის გვარი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა. ეს არის მცველი ჟან-კლერ ტოდიბო. ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
„ვიმედოვნებთ, რომ ჟან-კლერი მალე ჩადგება მწყობრში და ჩვენ მას მინდორზე ვიხილავთ”, – წერია „ბარსელონას” განცხადებაში.
კატალონურმა კლუბმა ტოდიბო „ტულუზასგან” 2019 წლის იანვარში ერთ მილიონ ევროდ შეიძინა. გასულ ზამთარში მცველმა იჯარით გელზენკირხენის „შალკეში” ითამაშა. სულ 2019-20 წლების სეზონში ტოდიბომ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი კონტრაქტი კატალონელებთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
„ბარსელონას” 14 აგვისტოს აქვს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი „ბაიერნის” წინააღმდეგ.