„ბარსელონამ“ გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ნახევარმცველ ფერმინ ლოპესთან.
21 წლის ფეხბურთელთან ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად ჩაწერილია 500 მილიონი ევრო, – იტყობინება „ბარსელონას“ პრესსამსახური.
ფერმინ ლოპესმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ლოპესი 2024 წელს ევრო 2024-ისა და პარიზის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.