„ბარსელონამ“ ფატის შემცვლელი იპოვნა
„ბარსელონამ“ ფატის შემცვლელი იპოვნა

„ბარსელონამ“ იპოვნა ფეხბურთელი, რომელიც ანსუ ფატის შეცვლის. ამ უკანასკნელმა ორშაბათს მარცხენა ფეხის მუხლზე ოპერაცია გადაიტანა და ოთხი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

წყაროს ცნობით, 18 წლის ფატის შეცვლის კატალონელთა მეორე გუნდის 19 წლის ფეხბურთელი კონრად დე ლა ფუენტე. ის „ბარსელონას“ აკადემიას 2013 წელს შეუერთდა, მეორე გუნდში კი 2018 წლიდან თამაშობს.

აღნიშნავენ, რომ დე ლა ფუენტე რეგულარულად ვარჯიშობს ძირითად გუნდთან, მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი კი კმაყოფილია მისი შედეგებით. ნიდერლანდელი მზად არის შესთავაზოს ამერიკელ გარემარბს მეტი შესაძლებლობა ფატის არყოფნის დროს.

შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატიმ ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „ბეტისის“ წინააღმდეგ მარცხენა მუხლზე მენისკი გაიწყვიტა.