„ბარსელონამ“ ვერ შეძლო ესპანეთში დუბლის შესრულება. ქვეყნის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს გუნდმა სევილიაში წააგო ესპანეთის თასის ფინალი „ვალენსიასთან“ – 1:2.
კატალონიელებმა, რომლებიც ლუის სუარესისა და მარკ-ანდრე ტერ-შტეგენის გარეშე თამაშობდნენ, თავიდანვე დააწესეს ბურთზე კონტროლი, მაგრამ პირველი ტაიმის შუაში მოდუნდნენ და კონტრშეტევა მიიღეს, რომლის შემდეგ კევინ გამეირომ ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. კიდევ 12 წუთში კარლოს სოლერის ჩაწოდებას როდრიგოს თავით ზუსტი დარტყმა მოჰყვა და ანგარიში 2:0 გახდა.
„ბარსელონამ“ ამ ორ გოლს ერთით უპასუხა – 73-ე წუთზე მესიმ დამატებაზე გაიტანა, მაგრამ დარჩენილ დროში „ვალენსიამ“ შეინარჩუნა უპირატესობა და 2008 წლის შემდეგ, პირველად მოიგო ესპანეთის თასი.
„ბარსელონასთვის“ ეს იყო ზედიზედ მეექვსე ფინალი და პირველი წაგება წინა ოთხი გათამაშების მოგების შემდეგ.