„ბარსელონამ“ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა - კატალონიური გრანდის ვალი 1,3 მილიარდ ევროს აჭარბებს #1TVSPORT
კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 765 მილიონ ევროს შეადგენს.
„ბარსელონას“ პრესსამსახურის ცნობით, კლუბმა 2020/21 წლების სეზონში 481 მილიონი ევრო იზარალა, მთლიანი დავალიანება კი 1,3 მილიარდს აჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა გუნდის ლიდერისა და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის შენარჩუნება სწორედ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხეს და არგენტინელი ვარსკვლავი პსჟ-ს რიგებს შეურთდა.
ლა ლიგის ახალ სეზონში „ბარსელონა“ მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში კი „ბაიერნისგან“ სამი უპასუხო გოლი გაუშვა – 0:3.