„ბარსელონამ“ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა – კატალონიური გრანდის ვალი 1,3 მილიარდ ევროს აჭარბებს #1TVSPORT

13:33, 17.09.2021

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 765 მილიონ ევროს შეადგენს.

„ბარსელონას“ პრესსამსახურის ცნობით, კლუბმა 2020/21 წლების სეზონში 481  მილიონი ევრო იზარალა, მთლიანი დავალიანება კი 1,3 მილიარდს აჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელებმა გუნდის ლიდერისა და თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის შენარჩუნება სწორედ ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხეს და არგენტინელი ვარსკვლავი პსჟ-ს რიგებს შეურთდა.

ლა ლიგის ახალ სეზონში „ბარსელონა“ მეშვიდე ადგილზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში კი „ბაიერნისგან“ სამი უპასუხო გოლი გაუშვა – 0:3.

მსგავსი