გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკუ სატრანსფერო პრიორიტეტად ლისაბონის „სპორტინგის“ ფორვარდს, ვიქტორ დიოკერეშს მიიჩნევს.
კატალონელები დაინტერესებულნი არიან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას შვედი თავდამსხმელის გაფორმებით. ახლა „ბარსელონაში“ მუშაობენ მომავალი გარიგების სქემაზე. დიდი ალბათობით, ეს იქნება გაცვლა თანხის დამატებით.
„ბარსელონაში“ მიაჩნიათ, რომ მოთამაშე, რომელიც ტრანსფერის თანხას დაბლა დაწევს, ვიტორ როკე იქნება. ის 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ასეთ შემთხვევაში, დიოკერეშის შეძენა დაახლოებით 60 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
მაგრამ ამისთვის „ბარსელონას“ მოუწევს როკეს „ბეტისში“ იჯარის ხელშეკრულების გაუქმება.
ვიქტორ დიოკერეშმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში 20 გოლი გაიტანა.