„ბარსელონას“ ნახევარმცველმა ანსუ ფატიმ, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას დატოვოს კატალონური კლუბი.
როგორც კატალონური გამოცემა Sport.es იტყობინება, „ბარსელონა“ მზად არის განიხილოს საიჯარო შეთავაზებები, ოღონდ მხოლოდ 1+1 სქემით.
„ბარსელონას“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი იმედებს ამყარებდა 21 წლის ფეხბურთელზე და აპირებდა მის დაბრუნებას შემადგენლობაში, მაგრამ მორიგმა ტრავმამ არ მისცა ფატის წინასასეზონო ვარჯიშებში მონაწილეობის საშუალება, რაც არის დღეს მისი შემადგენლობაში არყოფნის მიზეზი.