„ბარსელონა“ უმტიტის გაყიდვას გეგმავს
„ბარსელონა“ უმტიტის გაყიდვას გეგმავს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ მცველი სამუელ უმტიტი ზაფხულში გუნდს დატოვებს. როგორც ესპანური გამოცემა „სპორტი“ იტყობინება, კატალონიელები 26 წლის ფეხბურთელის გაყიდვით შემოსული თანხით სხვა მოთამაშის შეძენას აპირებენ.

ფრანგი ფეხბურთელის შეძენით იტალიის ოთხი კლუბია დაინტერესებული – „ნაპოლი“, „ლაციო“, „რომა“ და „ტორინო“. გარდა ამისა, რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმტიტის შეძენა მილანის „ინტერს“ სურდა.

შეგახსენებთ, რომ სამუელ უმტიტი „ბარსელონაში“ 2016 წელს „ლიონიდან“ გადავიდა. წლევანდელ სეზონში მან კატალონიელთა რიგებში 13 მატჩი ჩაატარა.

დატოვე კომენტარი