„ბარსელონა“ თავის გულშემატკივრებს ახალ სტადიონზე დაკრძალვის შესაძლებლობას მისცემს #1TVSPORT
„ბარსელონას“ საშინაო სტადიონი „კამპ ნოუ“ 26 600 ადგილს გამოყოფს სპეციალური ურნებისთვის – ამ ადგილებში დაკრძალავენ იმ გულშემატკივრების ფერფლს, რომლებიც სტადიონზე დასაფლავებას მოისურვებენ.
ინტერნეტ-გამოცემა caughtoffside.com-ის ინფორმაციით, კატალონური კლუბი დარწმუნებულია, რომ მსგავს შეთავაზებაზე დიდი მოთხოვნა იქნება.
ფასები 250-დან 6000 ევრომდეა შენახვის ვადებიდან გამომდინარე. ადგილების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ „კამპ ნოუს“ რეკონსტრუქცია 2025 წელს უნდა დასრულდეს.