„ბარსელონა“ სემუელ უმტიტის 30 მილიონ ევროდ დათმობს
„ბარსელონა“ სემუელ უმტიტის 30 მილიონ ევროდ დათმობს

„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სემუელ უმტიტი გაასხვისოს, – იუწყბა sport.es.

გამოცემის ინფორმაციით, კატალონიელები ფრანგ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებენ.

უმტიტის შეძენით ინგლისური გრანდები, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ არიან დაინტერესებულები.

მიმდინარე სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა „ბარსელონას“ შემადგენლობაში 17 მატჩი ჩაატარა.

პრესაში იწერება, რომ „ბარსელონა“ უმტიტის ნაცვლად, გუნდში „ინტერის“ მცველის, მილან შკრინიარის გადმოყვანას გეგმავს.