„კამპ ნოუს“ სტადიონთან კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
„კამპ ნოუს“ სტადიონთან კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

„ბარსელონასა“ და „რეალის“ მატჩის დროს „კამპ ნოუს“ სტადიონთან კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.

გამოცემა „ელ პერიოდიკოს“ ცნობით, ბარსელონაში არეულობის შედეგად დაშავებულია 46 ადამიანი. სამართალდამცველებმა ცხრა პირი დააკავეს.

სტადიონთან ვითარება მაშინ დაიძაბა, როდესაც კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა მატჩის ჩაშლა სცადეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაწვეს ნაგვის ურნები და პოლიციას სხვადასხვა ნივთი ესროლეს. სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს.

მატჩის დროს სტადიონის მიმდებარედ უსაფრთხოებას ათასობით პოლიციელი და კერძო დაცვის თანამშრომელი იცავდა.